↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * რა დამაძინებს

ჭილაძე ოთარ

2016-09-121 წთ საკითხავი40780 ნახვა

—
რა დამაძინებს, რა დამაძინებს...უსაშველოა წუხილი ჩემი.შენი თვალების ზღვაში ჩავძირეიმედისა და ოცნების გემი.
ვერ დამათრობდა კარგი თამადაც -ერთი ღიმილით შენ რომ დამათვრე.რატომ შემხედე ასე თამამად,თვალები რატომ შემომანათე...
მას მერე ჩემთვის ყველა ღამეადა ყოველ წუთას უფრო ღამდება.ჩემი სიმღერაც განა რამეა,ოღონდ ეგაა - არ დამთავრდება.
რა დამაძინებს... რა დამაძინებს...უკვე მეძინა მე ჩემი წილი...მაგრამ ამ მიწას ვიდრე ვამძიმებ -არ გეღირსება შენც ტკბილი ძილი.
1950
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი