პოეზია · ლირიკა
* * * ოთახში ისევ ვიღაცა დადის
„ოთახში თითქოს ვიღაცა დადის“ტერენტი გრანელი
ოთახში ისევ ვიღაცა დადის,თუმცა მე ისევ ვერ ვარჩევ სახესდა მისი ხელი, ხელი თუ თათი,ჩემს უჯრებს ურცხვად ამტვრევს და აღებს.
მე მხოლოდ მიკვირს და მერიდება,შევხედო კარგად ან ვკითხო რამე.და მისი ჩრდილი, უშნო და დიდი,აწყდება საწოლს, მაგიდას, სკამებს...
მე ალბათ დიდხანს მემახსოვრებამე ახლაც რწმენით და შვებით მავსებს,რომ ჩემი წილი გზა და ცხოვრებააინტერესებს ვიღაცას ასე.
მაგრამ ამ საწყალს რა ეშველება,ვერ გამდიდრდება ჩემი რვეულით,უბრალო ჩრდილად თუ მოჩვენებად,თუ გზააბნეულ ქურდად ქცეული.
ჩემი სიმდიდრე და სიღარიბეარც საეჭვოა არც დასამალი.და უკვე პირველ სალამს არიგებსდა მთელი გულით ყივის მამალი.
სამაგიეროდ, დრო გაქრა ფუჭად,დანატრებული სენს ცეცხლს და სურნელს,ისევ მარტო ვარ და თვალებს ვხუჭავ,მე უშენობა მტანჯავდა თურმე.
მე თვალებს ვხუჭავ და კვლავ გეხები,კვლავ მეკარგები და კვლავ დაგეძებ.დე, იხმაურონ შენმა ფეხებმაქვაფენილებზე, იატაკებზე...
გათავდა! ასე თავდება ზუსტადხანმოკლე, მაგრამ მშფოთვარე ძილიც.და მზეზე როგროც ფერადი ბუშტი,ცახცახებს მამლის ამაყი ჩრდილი.
1960