↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მწარე იმედო და ტკბილო შხამო

ჭილაძე ოთარ

2001-09-121 წთ საკითხავი40777 ნახვა

—
მწარე იმედო და ტკბილო შხამო-თუკი აქამდე მწამდი, გმალავდი -მიზეზთა გამო და სხვათა გამო,წყეულიც იყავ აქ და მარადის.დავკარგე შენი შიშიც და ხათრიც,გარდამოვიხსენ ჯვრიდან სხეული,და სადღაც გული ფეღქავდა ადრე,სიცარიელე დგას მტკივნეული.აღარ მსურს შენი თეფშიდან ვჭამო,ან შევიმოსო შენი ხალათით...მწარე იმედო და ტკბილო შხამო,წყეულიც იყავ აწ და მარადის.
1977
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი