↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მუშებს მოჰქონდათ სილა და კირი

ჭილაძე ოთარ

2001-09-121 წთ საკითხავი40778 ნახვა

—
მუშებს მოჰქონდათ სილა და კირიდა ახალ სახლის საძირკველს ჭრიდნენ.და ოცნებაში გაჰყავდათ კვირამომავალ სახლის მომავალ მკვიდრებს.
დრო გადიოდა და ზამთრის პირზეტყე შიშვლდებოდა უხმოდ და უცებ,მერე ამაყად ყვაოდა ისევდა იმაგრებდა ფესვებს და ყუნწებს.
დრო გადიოდა და ბარბაცებდადა შეჩვეულნი დროსა და რეჟიმს,მიიმღეროდნენ ჯარისკაცებიწვიმაში, ქარში, თოვლში და მზეში.
მე კი ნელ-ნელა ვფურცლავდი გაზეთსდა ვოცნებობდი, როდის გნახავდი.დრო გადიოდა და მტვრიან გზაზექარს გაჰქონდა თეთრი ქაღალდი.
და სადგურები ისევ კიოდნენდა ნათდებოდნენ ბნელში ფანჯრები...დრო კი ბრაზობდა და გადიოდამხოლოდ იმიტომ, რომ ვერ ვამჩნევდი.
მე კვლავ ხელებში ვმალავდი სახესდა ვუყურებდი სადგურის ძახილსდა მიჰყვებოდა უჩინარ არხებსათასნაირად დაღლილი ხალხი.
მი ვიყავ მარტო და არ მინდოდაან არ შემეძლო, რომ ავყოლოდიდა შევჩვეოდი ცვალებად ამინდსდა შევრჩენოდი ხელში ბოლომდის.
მაგრამ როდისმე, ადრე თ გვიან,თვითონვე უნდა ჩამეხშო შიშისივრცის და ლტოლვის... ადრე თუ გვიან,ან სამუდამოდ მეცხოვრა ჩრდილში.
და ვგრძნობდი, როგორ მეძახდა გარეთყველა ფოთოლი და ყველა წვეთი,ყველა უბრალო ნაბიჯი მთვარის,ყველა გამვლელის სახე და ბედი...
იმასაც ვგრძნობდი, რომ ჩემი სულიცგანიბნეოდა ამ კედლებს შორისდა შეყვარებულ ბიჭვით სულელს,გაიტაცებდა სადგურის ბოლი
1960
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი