↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პოეტს /გ.ტაბიძის ხსოვნას/

ჩარკვიანი ირაკლი

2026-07-181 წთ საკითხავი4183 ნახვა

—
უძილო ფურცელს მან მისი აზრი,დაღად დაასვა ვით თავის მონას.დაღად დაასვა გრძნობები ნაზი,რომელიც შექმნა და მოიგონა.და იმ ოცნებით შექმნილ მხარეში,სადაც სულები არსებობს მხოლოდ,სადაც ღმერთების უკვდავ თარეშსდა ხელოვნებას არ ააქვს ბოლო,იქით წაიღეს იგი ქარებმა,მხოლოდ მათ ენდო იგი ვნებული,მხოლოდ იმ ქვეყნად დაიფარებაოცნება მისი,დამონებული.მუხლმოდრეკილი,გარშემორტყმული ჩვენი ცოდვებითჩვენგან წასული,ის ჩვენზე ფიქრობსდა ვეცოდებით.ალბათ კვლავ მარტო,ალბათ კვლავ ნატრობს,ალბათ კვლავ ქმნის...დღეს ხომ დილიდან ქარიშხალია,ქარი ქრის,ქარი ქრის,ქარი ქრის.
3 მაისი 1978 წელი

ჩარკვიანი ირაკლი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი