პოეზია · ლირიკა
გუშინ ღამე
ალბათ არ იცი,რომ გუშინ ღამე გელოდი,მარტო ვიჯექი,ჩემს ძველ ოთახში,ვწერდი,ლოთი კაცები მრავალჟამიერს ჩუმადმღეროდნენ,ხომ იცი,სულ ქეიფობენ აქვე,ჩემს გვერდით.
მე შენ გელოდი,ჩემი ბავშვობის აჩრდილთანერთად,ის თურმე ჩემთან შეხვედრას ნატრობს,შეხვედრა უნდა მძიმე ცხოვრების,უმწეოგერთან,რომელიც თავის უმწეო საქმით,თავს ვეღარართობს.
და იმ აჩრდილმა, მომაგონა მე შენი თავი -პირველი კოცნაწმინდა გიორგის ხატი და - შენი ლოცვა,ნუთუ არ გახსოვს,ჭაღარა კაცი ეკლესიასთანკაპიკებს მთხოვდა,
ის მარტო იდგა ნაცრისფერ ჯვართან,გარშემო თოვდა.მაშინ ბარდნიდა მძიმე ფანტელი უღმერთოციდან,მე არ მიყვარდი და შენ უნთებდი სანთელსუსულო წმინდანს,ალბათ შენთანაც ბავშვობა მოვა,შენთანაც მოვა შენი აჩრდილი,და დაობებულ გრძნობათა გროვასციდან მოგიტანს ნიავი გრილი.
შენც ხომ დაუთმობ ერთ ღამეს გრძნობებს,დაუთმობ წარსულს,დაუთმობ სევდას,ისევ მოიხმობ განცდათა ღამეს,რომლებიც მთელი ბავშვობა გსდევდა.
შენც ჩემ უცნაურ ნაკვთებს აღიდგენ,მეხსიერებას დაძლევ და მნახავ,იმ თოვლიან დღეს,იქ ორნი იდგნენ,დიდ ქვის ტაძართან მე დამინახავ.
მერე ნიავი შენს მოხუვ აჩრდილსცაში წაიღებს,ღამე გაქრება,შენ არაფერი არ გაგონდება,და იმ დილასაც,როგორც ყოველთვისგადავიქცევი ძველ მოგონებად.
ალბათ არ იცი,რომ გუშინ ღამე გელოდი,მარტო ვიჯექი,ჩემს ძველ ოთახში,ლოთი კაცები მრავალჟამიერს ჩუმად მღეროდნენ,ხომ იცი,სულ ქეიფობენ აქვე,ჩემს გვერდით.