პოეზია · ლირიკა
* * * ეძღვნება მათ, ვინც ხიდამდე მიაღწია
წარწერა ფილმზე"სამი ნაბიჯი უფსკრულში"
მთვარე ვერ გასცდა რუბიკონს,ჰანიბალს თავი დაუკრა,რომაელ ლეგიონებისკარავზე სხივი აუცვდა.თავქვე წაიღო სიმძიმემ,დაგორდა დედამიწისკენ,თანდათან დაპატარავდა,თავი დახარა მიწისკენ.თეთრ ბურთად გადაქცეული,თეთრკაბიანთან მიგორდა,პატარა ბავშვის თვალები,ათინათებად მიკრთოდა.ჩატეხილ ხიდთან გოგონამ,მთვარის ალერსში გართულმა,მარტოობისგან გვემულიიხმო მესამე ნაპირთან.მთვარე მიწაზე დაუშვა,თავს მოეფარა დაგდებულს,და თვალი ავლი სისხლისგანთოკზე წითელ კვალს გავლებულს.არ დაივიწყოთ სატანა,ბავშვის თვალებში ნახული,იცოდეთ,რომ რუბიკონიარ არის გადალახული.1980