↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თიხის ქოთნები

ლიპარტია სოსო

2026-07-181 წთ საკითხავი1097 ნახვა

—
თიხის ქოთანში დარგული ია,შენი სულია - ღია თვალებით.ოთახში, ხმელი ფოთლები ყრიადა დაცოცავენ ღრიანკალები.
დაგესლილი ხარ.ვეღარ ლოცულობ.იცრემლები და ღამეს ათენებ,რომელიც(მწუხრით გარემოცულო),თმასავით გიშლის ნერვებს - სადენებს.
თებერვალია, თებე.თეთიადათოვლილია და აკანკალებს.ირგვლივ დუმილი და სითეთრეადა ზეცასავით ლურჯი,კამკამა
თვალები.თელას თენთავს ბორიო,საკვამურები ზეცას ბოლავენ.ღრუბელი ღმერთის ანაფორაა,მთვარის შუქია მისი ოლარი,
რომელიც, ფანჯრის ნამიან მინებსეფინება და სახლში შემოდის.შენ, მომაკვდავი, საწოლში გმინავდა სასთუმალთან ითვლი დემონებს
და ნება-ნება,თითქოს ნებდებასული, სიკვდილის ძვლოვან მარწუხებს,ტოვებ საწუთროს.ვერ შეგაწუხებსტყეთა შრიალი და სარეკელა...
ვერც დამტვერილი აკვნების დარდებსდაიტევს შენი თვალების ჩერო.ვერ გადარჩები, იმდენად ბარდნის,სიკვდილმაც, ისე ამოგიჩემა...
ვაი, თუ ეშმამღამე დაგეშადა ქოფაკივით დაგიხრა ძვლები.გარდაიცვლები - ლოცვით ბაგეზე,თუ - ულოცველად გარდაიცვლები? -
- შენ არ გარდარდებს...გველისზოლებავდა დაცვარულო, როგორც კესანე,მალე, კოპწია ანგელოზები,იას, ედემში გადათესავენ...
დარჩება თიხა,მტვრიანი თხემით,სამარის ღიაკარიდათხელითითბერის მთვარე -- ღამეთა მთევიდა სიყვარულის ეპიტაფია.

ლიპარტია სოსო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი