↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

VIA DOLOROSA

ლიპარტია სოსო

2026-07-181 წთ საკითხავი1097 ნახვა

—
მე ვარ უდაბნო, თებაიდა, მზის აგარაკი.ჩემი თვალები - ქვიშით სავსე მღვიმეებია.მაქვს გარუჯული სხეული და (გაგეღიმება)თოვლივით თეთრი ღამეების მცირე მარაგი.შავ-თეთრი, მძიმე კლავიშების მსუბუქი ჟღერა,მე მიყვარს, როცა სარკმელიდან შემოდის შუქიძალიან მკრთალი, ან - მთვარეა ქალივით ქერა(ზოგჯერ - ორსული) და მით უფრო კარგია, თუკილარნაკში, ჩემი ლექსებივით მოწყენილ იებსეცვლებათ ფერი (მე, პატარა მდინარეც არ ვარ,არათუ - დიდი). ქალწული ვარ, რომელსაც მიაქვსხმელი თითებით სანთლები და თითბერის მთვარე,იქ, სადაც ზეცა გადააცვეს მიწას ფრაკივითდა ღმერთით სავსე თვალებიდან გაქრა ბორიო...მე, უდაბნო ვარ, თებაიდა, მზის აგარაკი,ხოლო სამყარო - სისხლისფერი მაკაგონია.

ლიპარტია სოსო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი