↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიცივე

ლიპარტია სოსო

2026-07-181 წთ საკითხავი1104 ნახვა

—
ყვითელი, უძილო მთვარე წევს, მდინარის დათოვლილ დამბასთან,ფიჭვების ხავსიან თითებზე ჩამოსხდნენ დაღლილი ჩიტები,ქარებმა ღრუბლები დალეწეს, ფიფქებმა დაბურეს ანფასი,შენ, ფანჯრის რაფასთან ზიხარ და არშობილ ბავშვივით გშივდება
სიცოცხლე, რადგანაც აცივდა და იცი - ვერავინ გაგათბობს,რადგანაც არავინ შემოგრჩა, რომ თუნდაც, ბარათი მისწერო.ნატრობ, რომ აყვავდეს ეზოში შარშანწინ დარგული გარგარი.ვარდების კოცონთან კოცნისას დაშლილი ათასი ბისერი,
ახლაც რომ ღაწვებძე გაყრია, ახლაც რომ გისველებს ბაგეებს,მძივებად აკონე და ისევ აავსე ცისფერი ლაგუნა.ქოთანში ამოზრდილ ბალბაზე, სიცივე სიცოცხლეს ადედებს.ზამთარში, უფალმა მზესაც კი, ძილი და ოცნება არგუნა.
ყვითელი, უძილო მთვარე წევს, მდინარის დათოვლილ დამბასთან,ფიჭვების ხავსიან თითებზე ჩამოსხდნენ დაღლილი ჩიტები.

ლიპარტია სოსო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი