↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მეექვსე მცნება

ლიპარტია სოსო

2026-07-181 წთ საკითხავი1101 ნახვა

—
ვერცხლის ნამქერზე გველებივით წვანან ჩრდილები,მოხერის ნოხი მოუხურავს ნაეკლესიარს.დაკლული ჩვილი, სულგაცლილი, ნედლი ფრჩხილებით,მოლოქის ხახას - ცეცხლმოდებულს და ეკლებიანს
კაწრავს... ზეცაში ანგელოზის ალტი ატირდა.მუნჯი კივილი აიწევა, ალბათ, ქრისტემდე.ჩანან დედები გეას მკერდზე, უმეტანიოდ,სასფლაოზე აყუდებულ ობელისკებად.

ლიპარტია სოსო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი