↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქალი ვიყავ

ბაქრაძე ეკა

2026-07-181 წთ საკითხავი1466 ნახვა

—
ფიფქი იყო და ხელში ჩამაკვდა.ცრემლი იყო და გადმომეღვარა,აღარ იყო და თვალში დამაკლდა-იყო და ახლოს არ მომეკარა.გული იყო და ამიყოლია,ქარი იყო და გამიყოლია,დარდი იყო და გადამიყოლა,ზღაპარ იყო და... არა იყო რაათასმეერთე ფიქრით გავერთე,ათი მცნებით და გზნებით ვიცხოვრე.ხატი იყო და სანთლად ავენთე.ლოცვა იყო და სული ვიცხოვნე.დარდი იყო და ვერ შეველიე,მარტო იყო და ვერ შევერიე,მარტი იყო და გამომეპარა,კერპი იყო და არ მომეკარა!ფიფქი იყო და გულზე დამაკვდა.სიზმრად ჩამყვა და ჩამიყოლია,ცეცხლი იყო და ქარი დამაკლდა,ქალი ვიყავ და... დამიყოლია!
ბაქრაძე ეკა

ბაქრაძე ეკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი