პოეზია · ლირიკა
კაცს, რომელსაც ცრემლები შვენის
ახლა წვიმები გამაწამებენ(მაინც უხდება მაისს წვიმები).ჰო, კიდევ მაისს დარდი უხდება _დაგუბებული ცრემლის წამები...და მერე, როცა გამოიდარებსდარჩება დარდი წვიმების გამო.აღარასოდეს აღარ გაქრებაწვიმებიანი ცრემლების გემო.აღარ გაქრება სველი სიმლაშე(ტკივილი მართლა ტკივილი თუა).და მერე, როგორც ძილზე სიზმარში,ცრემლის წვიმებზეც ვერ იტყვი უარს!