პოეზია · ლირიკა
დაბრუნება საკუთარ თავთან
ნუ მოუნაცვლებ პირვანდელ ადგილს ნივთებს,რომლებმაც დიდი ხანია მყუდროობაში დაისადგურეს.დრო სინქრონული სიზუსტით ადგენსსად, რას და როდის გამინადგურებს...ჩარჩო სურათით, ვერცხლის შანდალი და ფაიფურის ძველი თოჯინა...ვით ბარიერი ჩემი შენდამი,ისევ მყარად დგას,მაგრამ... მორჩილად.ლარნაკი გატყდა, სარდაფის სარკეს სალტემთლიანად შემოეცალა,ჩემი ბრალია, აქამდე უნდა მიმეხედადა გამომეცვალა...მაღალი სკივრი უამრავ წვრილმანსძველი ჭორივით გადაუვსია,მონატრებული მზესა და წვიმასქოთნის ყვავილი უბრად ყუნცია.სხვადასხვა ზომის ფერად ნიჟარებს ზედ შეხმობიათ ზღვათა სიმლაშე.ტალღებმა ხილვა ვერ წამიშალეს...ძველი დარდივით მოდის სიზმარშიპატარა გოგო...სანაპიროსთან, ქვიშაზე მზეს რომ ჯიუტად ხატავს,მერე ძალუმად მოვარდნილ ტალღას ზღვასთან მზესა დასინათლეს ატანს!..ხატავს და ხატავს,ატანს და ატანს...ვერ გაუთავდა, არ დაიღალა,უკიდეგანო ტალღების მიღმავიდრე მზესავით არ დაიღვარა!...