↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვარსკვლავთცვენა

ბაქრაძე ეკა

2026-07-181 წთ საკითხავი1463 ნახვა

—
შემომეჩვია გაუცინარ დღეთა სალმობა,იმედებს ვკემსავ ყუნწმაგარი, ბრტყელი მახათით.ყოველგვარ ტკივილს შესატყვისი უნდა წამლობა,მე კი ტკივილით საუფლოში უღვთოდ დავხანდი.ვინ იცის, იქნებ მილიონი სინათლის წელიცითგან დაღვრილი ნათლის სვეტი ჩემად მოსულიიყო მარტოდენ ანარეკლი, რაღაც ღვთიურიიდუმალებით საუკუნოდ გარემოცული.ის ვარსკვლავი კი (რას გაიგებ) ვაითუ ჩაქრა,ვაითუ მოსწყდა ცის კიდეს და მწუხრში შთაინთქა,იქნებ აუხდა საწადელი პატარა გოგოს,ვარსკვლავთცვენის ჟამს იდუმალ რომ გულში ჩაითქვა.აუჰ, დაღვრილა მილიონი სინათლის წელი,ნათლის ჩქერალი ალბათ ისევ ისე გზაშია,ნატვრისფერ ტკივილს ვარსკვლავთცვენა ისევე შვენის,ახლა ის გოგო გულუბრყვილო, დიდი ბავშვია.ნატვრაც ჟამივით გამოხდება, ალბათ, ახდებავარსკვლავთცვენის და იდუმალი სულის მისნობა,და სამყაროსაც ნუგეშივით ჩაუსახლდებადაღლილ თვალებში გამომკრთალი მარადისობა!
ბაქრაძე ეკა

ბაქრაძე ეკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი