პოეზია · ლირიკა
საოცარია
საოცარია...როცა შორიდანსაკუთარ თავსაც ისე დაჰყურებ,როგორც სრულიად უცხო არსებასდა ვერ პოულობსულ მცირეოდენ,სულ უმნიშვნელო რაღაც მსგავსებას...საოცარია...როცა შორიდანსაკუთარ სულთან ამყარებ კავშირს...მოციქულივით, წმინდა წერილშიუფლის ნებას რომსიტყვებად დაშლიდა საკუთარ თავს შეიცნობ სხვაში!..თუ გინდა სული მართლა დაიხსნა...როგორ აგიხსნა და განგიმარტო?რომ დაგანახვო და მიგახვედრო,საკუთარ თავსაც ზოგჯერ შორიდან,ზოგჯერ სხვა თვალით უნდა დახედო!სიყვარულს ტაბუ აქვს დადებული,დრო კი...მკურნალი და მოამაგებრმა ბედისწერის ნებას განაგებს,ყველა სატკივარს შვებას მიაგებს,ადრე თუ გვიან, ბოლოს და ბოლოს,სხვაში საკუთარ თავს რომ მიაგნებ!