პოეზია · ლირიკა
მიძღვნა ვარძიის ოსტატისადმი
გაუქმებული, ვით სახარება,კლდეზე ეკიდა ვარძიის კარი,ზე ჩანდა ფიქრი და გაქანება,ქვეშ – ხეობაში შეჭრილი მტკვარი.
ღამდებოდა და ვარძიის თაღებსგაოცებული მე გავყურებდი.გავდა ლოდები გადმომსხდარ ტალღებსდა ტალღებს აჩნდა ნაფეხურები.
უსინათლო და მრავალთვალებაკლდე დაგვცქეროდა, ოსტატო ჩემო,საკვირველება, საკვირველებაგადმომდგარიყო მდინარის ზემოთ!
და მე ვფიქრობდი: როგორ ახველი,როგორ დაჭედე ვარძიის კარი.როგორ გავარდა შენი სახელი,ვით გავარდნილი მდინარე მტკვარი.
ვიწრო სენაკში როგორ ფიქრობდი,ღელავდი, სცლიდი უხელო სურას…ერთგულ შეგირდთან როგორ მირბოდიდა უთარგმნიდი ბუნების სურათს.
როგორ ზომავდი მთას და პიტალოს,როგორ ხაზავდი გვირაბებს ფიქრში.როგორ მოქარგე შემდეგ მიდამოდა მტკვრის ნაპირზე ვარძიად იშვი!
კლდეში შთანერგე სვეტი და თაღი,კლდეში გახსენი დარბაზთა რკალი,მთას წარუშლელი დაარტყი დაღიდა აუხილე ოთხასი თვალი!
ახლა ოცნებით თითქოს გასცქერითმოგვის ციხეს და დანგრეულ ქალაქს,აქ შენი ძალა, როგორც ლანქერი,დასჯახებია კლდეების ძალას.
როგორც რუსთველის ერთი სტრიქონი,ვარძიის წყაროს კამკამი ვნახე,და მე ვიგრძენი, შენი ციკლონიროგორ იღებდა დარბაზის სახეს.
საკვირველება. საკვირველებაროგორ მოთავსდა განვლილ ხანაში:შენი ოცნება და გაელვება,გამოხატული ქვის მასალაში!
გული დაგეძებს, შენი სახელიმტვრად დაფრქვევია ვარძიის უბეს .ვიცი, მტკვარია შენი მნახველი,მაგრამ დაბლობში დუმილი სუფევს.
რად წარიშალე, შენ უკვდავებაგეძახის, გეძებს მთების უბეში!დიდო ოსტატო, ჩვენი თაობაგიხმობს მშრომელთა საუკუნეში.
ჟღერდა რუსთველი და სტრიქონებმახალხს შეუნახეს მელექსის გვარი,_ქვა მდუმარეა და მოგონებასაღარ ინახავს ვარძიის კარი.
სად წარიშალე, ეგებ მოგკვეთესხელი მარჯვენა, ელვის მაგვარი.ეგებ დაგღუპეს ხალხის მოკეთედა დასადაგე გახდა აკვანი.
სული ჩაგიქრეს აღორძინების,რომლით დასძარი კლდენი პიტალო,ოცნების ქვასთან დაქორწინებითრომ აამღერე მტკვართან მიდამო,_
რომლით იპოვე ვარძიის წყაროდა ვენახივით მაღლა ახველი,ახლა წამოდექ, მძლე წინაპარო,გვამცნე გული და შენი სახელი.
სად წარიშალე შენ უკვდავებაგეძახის, გიხმობს მთების უბეში,შენი ოცნება და გაელვებაცოცოხლობს მშრომელთა საუკუნეში.
შენ ჩვენთანა ხარ, როგორც გულისთქმა,და გვაამაყებს შენი მარჯვენა.შენმა სვეტებმა, შენმა ჩუქურთმამმაღლა აგწია და დაგამშვენა.
მძლავრი ფიქრები ქვაზე აქარგე,ქვაზე დაღვარე სულის ნაღველი,რადგან სახელი უკვე დაკარგე,ვარძია იყოს შენი სახელი.