↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მოლოდინი

ჩიქოვანი სიმონ

2016-09-121 წთ საკითხავი4915 ნახვა

—
ამაღამ თოვლი სპეტაკ ბეწვებადან ვარსკვლავებად დაცვივა გარეთ,მოქარგავს სარკმელს, მოხატავს კარებს,სპეტაკ ეზოში პაპაც გვეწვევა,შორს მარხილები დარეკენ ზარებს,მოიხმობს თოვლი სუსხიან ქარებს,ტყეში რტოებიც დაილეწება.
მაღალი ნაძვი, ტანდახუძლული,როგორც სტუმარი, ჩვენთან შემოვა.თითქოს იპოვა თბილი კუნძული,ამოუდგება გვერდში სამოვარს.გარეთ დაიწყებსზამთარი შფოთვას,ნაძვი შეამკობს მხურვალე ოთახსდა გაუმართავს ბავშვებს საუბარს.
ტანშებუდნულნი ნაძვის ტოტებთანმოვლენ მხედრები თეთრი რაშებით,ბავშვებს ზაფხული მოაგონდებათ,გაერთობიან ჩვენი ბავშვები,შემდეგ დუმილი დაწვება გარეთ,ისევ მარხილი შეკრთობს მხარეს,მოაწყდებიან კარებს შაშვები.
ოთახში მყოფი კატა ფხიზელი,ხატაური და სხვისი მხმობელი,ჩაივლის ნაძვთან დარბაისელი,ზამთრის სიცივის უარმყოფელი,_მე კი გავაღებ ოთახის კარებს,და როს დავხედავ თოვლიან მხარეს,მომაგონდება ჩემი სოფელი.1938
ჩიქოვანი სიმონ

ჩიქოვანი სიმონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი