პოეზია · ლირიკა
მზისპირის ნაბანი მინდა
გიორგი ლეონიძე 1899–1966
მზისპირის ნაბანი მინდა,შვიდი მაისის წვიმისა!ვეპასუხები გაზაფხულს,როგორც ძვირფასის ღიმილსა.
მესმის, მზის ოქროს დუდუკზერასაც იმღერის ეთერი,წვიმის ნაბრწყენი წვეთებიტაკტაკი შეუწყვეტელი.
მესმის, ამ პირველ ყვავილებსრასაც დასძახის ფუტკარი,რასაც ჟღერს ოქროხმიანი,ვაშლის რტო გამომბუტკვარი.
თავზე დამნათის ოცნება,ვით ამ ხეს ― თეთრი ყვავილი,მზის თვალით ვუმზერ ქვეყანას,მზის სიხარულით დავივლი.
რადგანაც სული სავსეაათასი ნაკოცნარებითდა გული აყვავებულა,დიდი მინდორის ნაირი...