პოეზია · ლირიკა
მთაწმინდიდან ქარს მოჰქონდა
გიორგი ლეონიძე 1899–1966
მთაწმინდიდან ქარს მოჰქონდანუშის ნაფერთალი,ცას ვარსკვლავი ანათებდა,ვით კამეჩის თვალი.
მოფრიალე მანდილებითმოფრინავდა ქარი,ქალაქს ქარი მოარბევდა ―მთათა სერასკარი!
ქარი სტამბოლს მიდიოდა ―ქაჯავეთის ქაჯი.ცას ღრუბელი დაეყარათეთრი, როგორც ყაჭი.
ღამე იყო გათეულიმეეზოვის ქურქითდა სარკმელთან კამათელიკალმახური ზურგით ―
ბზრიალებდა, ყალყზე იდგა,ვით ყაბახის ცხენი...(სად ლპებოდა ბეჭდიანი,ვაჲ, მანანას ხელი?).
― მართლა იყო ქარიშხალი?― არა, ყავრის ქარი!წყნარი იყო მტრედივითა,თბილი, როგორც კვარი.
აღარავის აღარ ჰქონდაგული ნამტკივარი;ყვავილებით, ზიზილებითმოშხრუოდა მტკვარი...
და მახათის ტიტველ მთიდანყვითლად მობაბანე,საღვინით და შოთის პურითმზე დაადგა ბანებს.
ჩაქრა ყველა ვარსკვლავები,ვით ალმასის თვალი,ქარმა ქალაქს დაუშინანუშის ნაფერთალი.
იღვიძებდნენ პოეტებიგამომშრალი პირით,იღვიძებდა მემწვანილეგიშერთვალა ვირით,
იღვიძებდნენ საზანდრებიქვეყნის სადიდებლად,შევარდენმა შეისროლაცაში ოქროს წკეპლა.
თბილისი კი ― ისუნთქავდამზის შუქს გამაკურნელსდა ჰყნოსავდა ლექსებისადა ტარხუნის სურნელს!