↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბ ა ყ ა ყ ი

მეგრელი დუტუ

2026-07-181 წთ საკითხავი1845 ნახვა

—
ერთხელბაყაყი ტბის პირადიჯდადა მზეზეთბებოდა;უეცრადირემს შეჰხედა,რომელიც მისკენ მორბოდა,და ჰკითხა: «რა ამბავია,ძმობილო, სადიყავიო?».._ «მონადირენი მომდევენ,მსურსდავაღწიოთავიო»,15უთხრა ირემმადა ტყისკენგაჰქანდა გამალებული;ბაყაყიც მაშინვე ტბაშიგადეშვა, შეშინებული,და მორთო მაღლა ყიყინი:«ვაი ნადირთა ბრალიო,ერთს წუთსაც არგვასვენებენ;სადარის სამართალიო?»_ «ხა, ხა, ხა, ხა, ხა!.. ნუთუ შენცნადირადმოგაქვსთავიო?შენგან აბა ვისრა უნდა:ხორცი, ქონი, თუ ტყავიო?»დასძახა ხიდან კაჭკაჭმა:«გაჩუმდი, რა გაყვირებსო?ბაყაყს ვინ გამოგიდგება?ირემს მოსდევენ, ირემსო!...»1908 წ.

მეგრელი დუტუ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი