პოეზია · ლირიკა
ნიკოლოზ ბარათაშვილს
როდესაც ერი, თვისს აწმყოთი გამწარებული,იგლოვდა წარსულს გულდამწვარი, შეწუხებული,და ვითცხვრისფარა, უპატრონოდმიტოვებული,ეჩეხებოდა კლდესადაღრეს, გზადაბნეული,მამულის შვილნი კი «ლოთებო ნეტავი ჩვენა»,7გაიძახოდნენ, «მოგვეცაოდღეს შვება-ლხენა»და არნაღვლობდენ არც სამშობლოსაოხრებულსა,არც ერს მწუხარეს, ცხარის ცრემლითატირებულსა, _მაშინ გაისმა შენი მწარე კვნესა-ტირილი,გრძნობითაღვსილი, ნაღვლიანი ოხვრა-ჩივილი!შენდასტიროდი «ბედსა ქართლისას»,გულგატეხილის მეფისრჩეულსა:შენდასტიროდი «ტაძარსა წმინდას,უდაბნოდმდგარსა, გაუქმებულსა»,შენდასტიროდი «ცხოვრებასფუჭსა»,«ამაოებას წუთისსოფლისას»,«სუმბულს, მოკლებულსსამშობლოს გულსა»,და «მარტოობას, სულის ობლისას!»