პოეზია · ლირიკა
პატარა ქართველი
მე პატარა ქართველი ვარ,კავკასიის მთების შვილი,და განცხრომით სხვაგან ყოფნასმირჩევნია აქ სიკვდილი.
ქართლ-კახეთი, იმერეთი,გურია და სამეგრელო –ყველა ჩემი სამშობლოა,საყვარელი საქართველო.
ქვეყნის თვალი, ეს ქვეყანაღვთის მშობლისა არის წილი;ბევრ მწარე დღეს მოსწრებიადა უნახავს ბევრიც ტკბილი:
ხან თუ მტერი აოხრებდა,იყო მღვრელი ცრემლის ცხარის,ბრწყინვალე დროც დასდგომია,დრო დავითის და თამარის!..
მე პატარა ქართველი ვარ,სახელოვან ერის შვილიდა მსურს მერგოს სასახელომეც სიცოცხლე და სიკვდილი!...