↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

XVII საუკუნე

მაჭავარიანი მუხრან

2013-05-121 წთ საკითხავი6970 ნახვა

—
საბრალო საქართველო, ობოლი ბავშვივით,გამვლელს და გამომვლელს მუხლებზე ეხვეოდა:_ დამჩაგრეს, ბატონო, მიშველეთ უდედმამოს! _თხოვდა ხან საფრანგეთს, ხან რუსეთს._ ლექსი იციო?! _ ჰკითხეს საქართველოს,პატარა საქართველოს, პატარას, _ თვალცრემლიანს..._ ვიციო! _ უპასუხა, ცრემლები მოიწმინდა;პატარა საქართველოს პალე-როიალშიშოთა რუსთაველის ლექსი ათქმევინეს._ ყოჩაღ! _ მხარზე ხელი დაჰკრა საფრანგეთმა, _ამ ბავშვს მომავალი დიდი ექნებაო!..ბოლოს, როგორც იქნა, რუსეთმა იშვილაპატარა საქართველო, ობოლი საქართველო,მაგრამ მამობილი მკაცრი გამოადგა;გაეპარებოდა ხოლმე მამობილსადა დედის საფლავზე ტიროდა საქართველო.
მაჭავარიანი მუხრან

მაჭავარიანი მუხრან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი