პოეზია · ლირიკა
* * * რომ არ ამეღო ხელში წიგნი
რომ არ ამეღო ხელში წიგნი,თოხი მჭეროდა .რომ არ გამედგა ფეხი ჩვენი კაკლის ჩეროდან .რომ მეთოხნა და შემესარა მხოლოდ ვენახი .დიდი ქალაქირომ არ მენახა ! -
მეყოლებოდა ახლა ხარები .შემოდგომაზე მთიდან შეშას ჩამოვიტანდი .არ ვიქნებოდი აღარც ღარიბი ,აღარც მდიდარი .
ცოლი ყოველდღე თიხის კეცებს გაახურებდა ,ცივ სოხანეზეგადმოდგამდა ლობიოს ქოთნით .მეყვარებოდა როგორც მიყვარს მინდვრიდ ყურება -აიზლაზნებამინდვრებიდანროდესაც ორთქლი .
პარასკეობით საჩხერეში გავყიდდი სიმინდს ,მეუღლეს ჩემსასჩითის კაბას ვუყიდდი იმით .
სოფლის სკოლაში ორი ბავშვი -ჩემიც ივლიდა ;ბიჭს ალბათ ვანო ერქმეოდა ,გოგოს – ივლიტა , -რომ არ ამეღო ხელში წიგნი ,თოხი მჭეროდა .რომ არ გამედგა ფეხი ჩვენი კაკლის ჩეროდან .