პოეზია · ლირიკა
*** "გაივლის დრო და..."
_ გახსოვს?! _გეტყვი დღევანდელ დღეზე;შენ შემომხედავ,აგევსება თვალები ცრემლით._ აი,ხომ ხედავ _სასურველისმიღწევა შევძელ._აი,ხომ ხედავ _გავამართლე იმედი შენი.გაივლის დრო და..._ გახსოვს?! _გეტყვი დღევანდელ დღეზე;შენ შემომხედავ,აგევსება თვალები ცრემლით._ აი,ხომ ხედავ _რაც მინდოდა,ვერაფრით შევძელ._ აი,ხომ ხედავ _გავამტყუნე იმედი შენი.გაივლის დრო და...უნდა ითქვას ორიდან ერთი.გაივლის დრო და...გამოჩნდება ახალი ვინმე.გაივლის დრო და..._ თქვი,რომელს გეტყვი! _მეორეს?!პირველს?!