↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "შენ სისხლო ჩემო"

მაჭავარიანი მუხრან

2016-06-121 წთ საკითხავი6964 ნახვა

—
შენ _სისხლო ჩემო _სად არ დაღვრილო...შენ –სად არ გხვრეპდა შავი ყორანი...ვინ გაგაკვირვოს,რამ გაგაკვირვოს, _ნადიდგორალი,ნაშამქორალი.შენ _სისხლო ჩემო _შენი ღვაწლია,რამაც აქამდეც კი მოაღწია:სვეტიცხოველი...ხანძთა...ვარძიადა ისიც, _რაც მტერს წარუტაცნია.შენ _სისხლო Dჩემო _შენი დინებავეფხისტყაოსნით ხშირად მიგრძვნია...სიტყვა,რომელიც გეჩოთირება _ვცდილობ-გაშორო, _რაც შემიძლია.შენ _სისხლო ჩემო_სისხლო ხნიერო,დაუცხრომელო და უცნაურო...საბედნიეროდ,საბედნიეროდ, _ჰაი, ჰაი, რომკიდევ ხმაურობ.
მაჭავარიანი მუხრან

მაჭავარიანი მუხრან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი