პოეზია · ლირიკა
* * * ანდუყაფარო, ლიპარიტო
ანდუყაფარო,ლიპარიტო, -დარნო მთათანო,ბაგრატოვანთა ბანოვანის ტანო-ტატანო,ბიჭო სესეო,თოთიკაანთ ქალო მელანო,ვაჟას არწივო,შოთას ვეფხვო,ტატოს მერანო;
ბზიფო,ენგურო,ალაზანო,მტკვარო,იორო,აგერ, ახლახან გარდაცვლილო გალაკტიონო;ქინძმარაულო,ტიბაანო, -ღვინოვ კახურო;გამოსროლილო ხევსურეთით ლექსო ხალხურო,დიდო კოლხეთო,დიდო ქართლო,დიდო შამქორო, -ვერ დამადუმონ,ვერ დამძალონ -თუნდა ჩამქოლონ...…ვერ შეაჩერებს ვერაფერი სიტყვას გაბედულს -ფრთები მასხიათქვენგნით...მხოლოდ თქვენგნითრამეთუ.