↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ანდუყაფარო

მაჭავარიანი მუხრან

2026-07-181 წთ საკითხავი6968 ნახვა

—
ანდუყაფარო,ლიპარიტო, -დარნო მთათანო,ბაგრატოვანთა ბანოვანის ტანო-ტატანო,ბიჭო სესეო,თოთიკაანთ ქალო მელანო,ვაჟას არწივო,შოთას ვეფხვო,ტატოს მერანო;
ბზიფო,ენგურო,ალაზანო,მტკვარო,იორო,აგერ, ახლახან გარდაცვლილო გალაკტიონო;ქინძმარაულო,ტიბაანო, -ღვინოვ კახურო;გამოსროლილო ხევსურეთით ლექსო ხალხურო,დიდო კოლხეთო,დიდო ქართლო,დიდო შამქორო, -ვერ დამადუმონ,ვერ დამძალონ –თუნდა ჩამქოლონ...
ვერ შეაჩერებს ვერაფერი სიტყვას გაბედულს –ფრთები მასხია თქვენგნით...მხოლოდ თქვენგნით რამეთუ.
მაჭავარიანი მუხრან

მაჭავარიანი მუხრან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი