↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დედა

მაჭავარიანი მუხრან

2026-07-181 წთ საკითხავი6964 ნახვა

—
როს „არას“ ნაცვლად - ამბობდი „ალას“,როცა შენს ხმაში აპრილი ჟღერდა;ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილ „ნანას“ -ვინ გიმღეროდა?!- მშობელი დედა.
ეზოში როცა იტკენდი რამეს, -ვინ გაჩნდებოდა იმ წუთში შენთან?!შენი გულისთვის უძილო ღამესვინ ათენებდა?!- მშობელი დედა.
ახლა, - ხელში რომ გიჭირავს წიგნი, -შენს სიცოცხლეში იმედს ვინ ჰხედავს?!შენს მომავალზე დღედაღამ ფიქრითვინ ვერ ისვენებს?!- მშობელი დედა.
ამ ქვეყანაზე შენი სიკარგევის უხარია ყველაზე მეტად?!ყველაზე უფრო, - თუკი ივარგებ, -ვინ იამაყებს?!- მშობელი დედა
მაჭავარიანი მუხრან

მაჭავარიანი მუხრან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი