↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ზევით ასწიეთ მზე, ზევით!

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-131 წთ საკითხავი95274 ნახვა

—
მზეს შევნატროდით, ვკვნესოდით,ცრემლს ვღვრიდით შუაღამისას.მხიარულება არ ჰქონდადაწყვეტილ სიმებს ჩანგისას.მზეს შევნატროდით, მზე გვსურდა,მზე ცხოველსხივებიანი -თავისუფალი, ძლიერი,ახალი, განგებიანი.მზეს შევნატროდით და ისიცგაბრწყინდა სასაფლაოზე,დისკო გადახრით აენთოწყვდიადით მოცულ ქაოსზე.ხელი ვკრათ... ისევ ისევეცრემლებს ვღვრით შუაღამისას.ისევ დუმილი ამწუხრებსდაწყვეტილ სიმებს ჩანგისას.მზეო, დაუდე საზღვარიმწუხარე ფიქრთა ქროლასა,„მზეო, ამოდი, ამოდი,ნუ ეფარები გორასა“.უსასოობა, სიკვდილინადგურდება და იხრწნება,სადაც კი შენი დიადიბორბალი ამობრწყინდება.შორს ჩვენგან, ღამის წყვდიადო,შორს, შორს, ბურუსო გრძნეულო!თვალის ამხვევად შექმნილოდა ბორკილებად ქცეულო!ჩვენ მზე გვსურს... ხალხო, შეერთდით -ზევით ასწიეთ მზე, ზევით!მის აღდგომასთან მნათობისსხივებად გადავიქცევით!
1910
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი