↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ზვირთები რბიან

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95278 ნახვა

—
ზვირთები რბიან. მკაფიოდ ისმისმათი დუდუნი მშვიდი და წყნარი,ასე ისწრაფვის ჩვენი ცხოვრებისუმჩნევი წამი სხვადასხვაგვარი.ზვირთები სივრცეს უერთდებიან,ზღვის ნაპრალებში გააქვთ თარეში,ასე ინთქმება ჩვენი ცხოვრებასაუკუნეთა სიმწუხარეში.ვაი მას, ვისაც არ ასვენებდაქვეყნიურ ვნებათ და ფიქრთა გროვა,ვისაც აქ სურდა ბედნიერება,მაგრამ ნუგეში ვერსად იპოვა.საუკუნეთა შორი გრეხილიზრახვათა იმათ გადაავიწყებს,გადაავიწყებს, რომ ნირვანაშისამაგიერო არარა მისცეს.
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი