↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მზე ტაბასტა

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2025-05-131 წთ საკითხავი19201 ნახვა

—
მე ჩემს ვენახში რქა ვაზივით ფესვებ გამდგარიავდიდდი, როგორც გავასქელი ჩვენი იორი.დღეს ჩვენ ქვევრებში საპალნეებს გააქვთ დგანდგარი,ჩაკაფულ ძროხის სურნელია სანოყიერო.
მზეს განედლებულს ძუძუებზე მოეხსნათ ჩირთი,სდგას, როგორც სისხლის ტაბასტაში გამსკდარი საშო.გავბერტყე სიტყვა და გავტყორცნე შორი ჯირითი,პოეზიაზე ჯიგარ დაყრილს, მსურს გავიფაშო.
ჩემს ლექსს თითეულს ეწურება ცხრა ლიტრი ერბო,გემრიელ შხამის შემიხვრეტავს ბევრი მტევანი.ორი პურპური მე მაბრმავებს: ჯერ არტურ რემბო,და მერე ბეჭზედ არწივებით ბაგრატოვანი.
1922
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი