↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქვაბთახევის ელეგია

გამსახურდია ზვიად

2001-07-121 წთ საკითხავი1572 ნახვა

—
ღამეა იდუმალ-ვნებული,მეშორა ნაცნობი ქარები,კანკელი თრთის მოყივნებული,შერყვნილან ის მინანქარებიდა სული მით შემცივნებულა,სდუმანო დავითის ქნარები.ზღვა ზურმუხტით მოზიმზიმეთიიქცევა წვეთებად საშიშიიხსნება ფრდილი კოზიმიტი,ხრჩოლავს ნარგისებად ჰაშიშიკრთი რაო, შენ სულო, იმითისიკვდილი როა ცის საშოში?იხსნება ფრდილი კოზიმიტიკრთის ბედისწერის აზიმუტი.მარტოობისაა ჰანგებიმოვლენღა ის ფარშავანგები?ზღვა ზურმუხტით მოზიმზიმეთიგადადის ლალების რიყეზე,ასე შორია როს იმედი,ლოდით დაფარული მძიმეთი,არე რად ირევა არეთიქალა – გულის სიმწუხარეთი?სნეულია მუზა იმითიიხსნაო ფრდილი კოზიმიტიდრკა ბედისწერის აზიმუტი.შარავანდედია ჩანგებისთუ დიადემაა განგებისაღსასრულისაა ჰანგები.მოვლენღა ის ფარშავანგები?

გამსახურდია ზვიად: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი