↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქაშვეთი

გამსახურდია ზვიად

2001-07-121 წთ საკითხავი1564 ნახვა

—
შორია შარიშური შარათა,მოჰქრიან სოველი ქარნი,ბორიო – ფლოქვების მარაბდა,ალები ტალებად მდგარნი.სანთელი მთიების მფანტველი,ლიცლიცებს ციალით ნელი,კანკალებს კილამონ-კანკელი,ბანი და ებანი ბნელი.ღვთისმშობლის ღიმილი მიტირე,დამთიე სუდარა დარად, –ამით რამ იდარა მითი რამ,არკადებს აკრია: კმარა!IIელიან ლიანს და ლელიანს,ჩუმი სიცოცხლეა, მტკნარი,გულიანს ბროლიან-ყელიანს,ხახაში იხერგავს მტკვარი,ქვიშათა ქუშია ქაშვეთი,დროთა მარაბდულთა სევდავის ავი ლაშებით ღლავ-შეთიმუსვრად და სალმობად სდევდა.ან არარატებად არი რად,კეცტყავი კეცილი კეცად?მამულო გაქრობად ლამულო,მრისხვალი თვალი თუ გეცა?

გამსახურდია ზვიად: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი