პოეზია · ლირიკა
რეკვიემი ბებიას
ბოლო თოჯინას წააგავსო პირველი შვილი,პირველი შვილის დედა არის, თურმე, ბებია,ბებია _ ჩვენი სანთელ-კვარი, თაფლი და ცვილი,ბებია ყვება ზღაპრებს, მასზეც ზღაპრებს ყვებიან.მშობელი ჩვენი ღვთაებაა _ ის ღვთისმშობელი,კეთილმყოფელი შვილთა _ ის ღვთისმშობელი,კეთილმყოფელი შვილთა _ დარი თუ ავდარია,ჩვენს საუკუნოდ შეწირული წუთისოფელი.დო მინუს ტოკუმ, ბენედიქტუს, ავე მარია!..ამაზე ფიქრიც არ გვსურს, მაგრამ ეს ხომ ასეა _პირველი დგება ის სიკვდილის ფეხის ხმაზეა.რახან ასეა, რახან ასე, ჩვენ იმათ მართვეს,უნდა გვახსოვდეს, რომ წინპრის სიცოცხლე გვმართებს!და თუ ისინი, თუ ისინი არ გვთხოვენ ვალებს _გადასახდელად გვიტოვებენ დღესა და ხვალეს!ჯვარი გწერია, დიდო დედავ, გვწერე ჯვარია _დო მინუს ტოკუმ, ბენედიქტუს, ავე მარია!...როს შენთან ვიყავ... მაშინაც კი მენატრებოდი,იყო ედემის ლაღი ბაღი ეგ შენი კალთა,რას ვიფიქრებდი თუ ოდესმე დაბერდებოდი,მომიკვდებოდი, ღვთისმშობელო, მშვენებავ ქალთა,შვილთა სალოცავ ხატთან მწველო სანთელო _ ქალო,დედა-შვილობა ჩვენი ცხადი თუ სიზმარია,ჩემო ნატვრის ხევ, სულნეტარო და ნატვრისთვალო,დო მინუს ტოკუმ, ბენედიქტუს, ავე მარია!მე ვიზრდები და შენ კი უფრო პატარავდებიდა ჩაგიქროლებ, როგორც ღამის მატარებელი,მე _ ვკაცდები და შენ _ ბავშვდები, გზაში ამცდები_ მზე ჩამავალი, სულმნათი და ნათლისმცემელი.ნუ იკარგები ცხრა მთას იქეთ, მზეო ამოდი!ნუ ეფარები გორას, მზეო, მცივა ძალიან,გულო ჩადექი საგულესა, რეკავს ზარია.დო მინუსტოკუმ,ბენედიქტუს,ავე მარია!