პოეზია · ლირიკა
შვილთაშვილს
როცა ბოჩოლას შებღავლებს ძროხა,ძუძუგამშრალი დედა _ ბაგაში...ამაზე მწარე არ არის ოხვრა,ამაზე უფრო დიდი განგაში!ჰოდა, რო გხედავ, ბღავილი მინდა,ჩემო პატარა, ჩემო ხვალეო...ეს პირუტყვობა _ უტყვი და წმინდა _მჭევრმეტყველებად ჩამითვალეო