პოეზია · ლირიკა
სხეულში ისე ვარ ჩაჭედილი
სხეულში ისე ვარ ჩაჭედილი,როგორც ნაჭუჭშიკაკლის ლებანი, ეკალში — ზღარბიდა კუ — ბაკანში...ძრწიან ვნებანი და ბორგავს სული,ვით პატიმარი ვიწრო საკანში.ისე მარტივად ჩამსვეს სხეულში,როგორც ჩარჩოში ჩასვა სურათი.გემი რომ ვიყო, ყოფიერების მიჯნასზღვასავით გადავცურავდი.ფერფლი რომ ვიყო, ქარს გავყვებოდი.კვამლი რომ ვიყო, ჭავლს ავყვებოდი.წვიმა რომ ვიყო, დავიღვრებოდი და თქაფათქუფით დავიღლებოდიდა ვიქნებოდი სრულიად არსად!ყველგან და არსად, ყველგან და არსად!..მაგრამ... ქალი ვარ — ადამის ნეკნიდა სუნთქვა მეკვრის,აკრძალულ ნაყოფს ვიდრე ვიგემებ, ცოდვით დაცემის პირველი დღიდან მოაქამომდე ბევრი ვიგვემე...ევა — ეს მე ვარ!მისატყუარი, სამოთხის ბაღშივდგავარ შიშველი...არ თქვა უარი! ვაი, რომ მერემისტერიებით ვეღარ გიშველი...მხრებზე მაყრია წარსულის ჟანგი,ჟანგმა თოფი დამიწამ ჟანგი შემიჭამა უკვე სრულიად,ამაყი პრინცი — სანდო და კარგი,ახლა იმ ზღაპრისდასასრულია ტყის პრინცესას თავშესაფარში,ურომლისოდაც არ იქნებოდა,ვერ ერქმეოდა ალბათზღაპარი...