პოეზია · ლირიკა
ორი ანგელოზი
(ჩანახატი)
პატარა გოგოს მოჰყავდა ჩვილიგულზე სათუთად ატატებული,პატარა დედის პატარა შვილიბედის ვარსკვლავზე დაბადებული —ჰგავდა ოცნებას — უკვე ახდენილს,მასში განგების ხელი ერია,ნაზი ფერია ანგელოზითურთისე საოცრად მშვენიერია...დიდება, ღმერთო! მადლის მომფენიწყალობა რომ არ დააგვიანედა მარადიულ სიცოცხლის კვირტიერთ არსებაში გაამთლიანე...პატარა გოგოს სამყაროსხელაღიმილი ჰქონდა — სანდო და თბილიდა ახდენილი ოცნებასავითხელში ეჭირა პატარა შვილი!..