პოეზია · ლირიკა
ვუძღვნი ჩემს ფოტოაპარატ “ზენიტ TTL”-ს
შემომეფანტნენ მეგობრები, ძვირფასო ზენიტ!ზღურბლთან ყოფილი მეგობარი, დაღლილი ყეფით,ხშირად სუნთქავს და ძველ ჭრილობას ილოკავს ენით.ზენიტ, შემახე მაგ გრილი კეფა.მე სიბერის დროს მოვიწონებ თავს ამ კადრებით,მუხლებში თუ არ ჩავუვარდი ცისფერ ავტობუსს,თუკი სიბერე მექნება და არ იკადრებენ,ათასნაირად დაქუცმაცდეს ერთი ატომი.ამერიკული იქნებ კიდეც გჯობდეს "კოდაკი",ანდა სხვა ფირმის, რამ გამყაროს მე შენს "ჰელიოსს",ვერ ვუღალატებ მზეს, სამყაროს, როგორც ქონდარიდა ჩემს სიკვდილში შენი ხელიც უნდა ერიოს.ჩვენ ყველა ქართულ მონასტერთან მივალთ უთუოდკლდით, ტყით, ხეობით, პურის ყანებით.თუ გავექეცი გაზქურას და თუ საუთოომარ მომიქცია თავის ბრჭყალებში...ჯერ კი ვტრიალებ, როგორც შენი კოჭი კასეტშიდა რეალური ოცნებებიც მაქვს მეტისმეტი.ახლაც აღვბეჭდო ნეგატივზე მინდა ასეთი -შავად უელავს კბილი თეთრი მეტისს.მე წარმოვიდგენ _ თერმობირთვის მყრალი კაშჩეიდაიღუპა და ვმოგზაურობ ამერიკაში.