↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წოიო ჩიტი გაავდრებას იტყობინება

ყურაშვილი ცირა

2010-08-121 წთ საკითხავი892 ნახვა

—
ბლის ყვავილებიდან მივაჩივლე:საავდრო ღრუბელმა დაიპყრო იქ ქართლიდა იმერეთსაც დაფარავს თოვლი.ველოდი, მეტყოდა - გაგიხმა ნისკარტი,შე ფრთაგასახმობო, შე კერძო კატის!ქალმა თქვა: "ამაღამ იქნება სიცივე,ისეთი სიცივე, დაიწყებს ბუბუნსმიწა და ყინვის დაიყრის მძივებს.ნეტავი რას ფიქრობს ბატონი ბუ ფუ?"იქ ზურმუხტქალაქგარეთ ვილაშინაცნობი პოეტი ბუ ფუ ლექსს წერდა:"ეს გაზაფხული არის მირაჟი,ორჯერ აყვავდა წელს ქორჩიოტა,ნეტა ვიცოდე, ფანჯრის მინასთანწოიო ჩიტი რაზე ჩიოდა?"მე რას ვჩიოდი, ოღონდ მოჭორეს,ხშირად ნატრულობს ეს კაცი ბევრ ფულს,ხომ არ ვკითხავდი - სხვაფრივ მუჭო რექ,მუზა თუ დაგფრენთ ბატონო ბუ ფუ?ო, რა კარგია, ამ ქალის ბაღშიუქრთამოდ მერგო ვრცელი ბინები,რაც მთავარია, ექნებათ ბარტყებსთავზე საყრელად ვიტამინები.მე კი მეყოფა კუნწულა ბალიან ერთი ცალი ალიბუხარი,რა მოწყენილი შედის ის ქალიოთახში, სადაც დგას ელბუხარი.ჩემს ნისკარტს დღესაც არ წვეთავს თაფლიამაღამ მოთოვს, მოყინავს და...ფრრრ!..
ყურაშვილი ცირა

ყურაშვილი ცირა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი