↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ფიროსმანი

ჭილაძე თამაზ

2016-06-121 წთ საკითხავი4345 ნახვა

—
ჩაფიქრებული ხიდები ქარშიდაიხრებიან და მტკვარს მოსვამენ,ქუჩაში, მთვარის პატარა ტბაშიგაღიმებული დგას ფიროსმანი.მის მწარე ღიმილს მთვარე ანაზებს,თავის საცოდავ საფლავს დაჰყურებს,მან ერთმა იცის ამ ქვეყანაზე,მის კუბოს თავი თუ სად დაჰხურეს.და საკინძეზე აწყვეტილ ღილებსხელის ფათურით დაეძებს მტკვარიდა როგორც ჭიქა ქარვისფერ ღვინით,სარკმელი ისე ივსება მთვარით.ის მწუხარება და ის ტირილითითქოს შეუნდო ჩაჩეხილ ჩიხებს,თითქოს ჩირაღდნით და ამნისტიითგააღო სულის მთვლემარე ციხე.`სად მიგაქვს ჩემი დაჭრილი გული!~ _კვნესის დუდუკი, ქვითინებს თარიდა ვერცხლისფერი და უცნაურისულში შაშვივით ჭახჭახებს ქარი...
ჭილაძე თამაზ

ჭილაძე თამაზ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი