↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიმინდის ფშვნა აივანზე

ყურაშვილი ცირა

2010-08-121 წთ საკითხავი894 ნახვა

—
მე ვფშვნიდი სიმინდს,ვაქუჩებდი ცალკე ნაქურჩლებსდა ვივიწყებდი ნაგვის ყუთებს,მტვერს და მიკრობებს...მე ვუყურებდი მამამთილისანაქუბ ჩალებსდა არაფერზე მე არ ვფიქრობდი.ბონკოს უბანში, აივანზემე სიმინდს ვფშვნიდი,კვიჭი ტაროსთვის ცალკე მედგათხილის კალათი,თან ჩალის ზვინებს შევცქეროდიუცხო სიმშვიდით,თან სიმინდს ვფშვნიდი ნაკორტალათი.მიწანწკარებდა წყალი წყნარადბონკოს ღელეში;ქიმიან ქვებზე თავისტალღებს ახურდავებდა,დაღლილიყო და ჩამდგარიყოქარი ხენეში,ქარს იხსენებდნენ მხოლოდსახლის სახურავები.მე ვფშვნიდი სიმინდს,ვაქუჩებდი ცალკე ნაქურჩლებსდა ვივიწყებდი ნაგვის ყუთებს,მტვერს და მიკრობებს.მე ვუყურებდი მამამთილისანაქუბ ჩალებსდა არაფერზე მე არ ვფიქრობდი.
ყურაშვილი ცირა

ყურაშვილი ცირა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი