პოეზია · ლირიკა
ვინ დაუბრუნა
(ანა კალანდაძეს)
ვინ დაუბრუნა ქარებს სინაზე?ტყეებს — სიმწვანე და სილაზათე?თითქოს ოლიმპოს მთაზე ღმერთებმამუზის ქალღმერთის ძეგლი აღმართეს.
თუ პირველითგან სიტყვა გრძნეულისამყაროს უხვად დაეფრქვეოდა,ვერ იქნებოდა ჭეშმარიტ საქმედ,თუ პოეზია არ ერქმეოდა.
მარადიული ნათლით მოსულიიმ სიტყვის მადლით გეკურთხა კალთა.შენ ხარ პოეტი და მარტოსული,ცამდე მართალი საკუთარ თავთან!
კვლავ შეიძელი წვა და ნათება,გაცემა გულის სალაროითგან,რომ პოეზიის თაკარა მზის ქვეშშენი ლექსებით სული მოითქვან!..