პოეზია · ლირიკა
დაბურულ ტყეში
(უფროს კოლეგას)
დაბურულ ტყეში განიმქრა ბინდი,ჯანღმა დატოვა ტევრი უღრანი.გამთენიის ჟამს ესოდენ მშვიდიძილ-ბურანიდან გაკრთა მუხნარი.ნაძვებმა დილა გაიხალისეს,მარადიული სიმწვანით მორთეს,იებმა ნამით უბე აივსესდა დაუკოცნეს კალთები კორდებს...ისევ დაიმშვენა მიწამ გაზაფხული...მაღალ ფერდობზე კი დაზაფრული,ნამეხარი და განძარცულიხმელი წიფელი განზე გამდგარიყო.ოდესღაც ამაყად აღმართულიიმ ნატვრისფერი აღარ იყო...უსმენდა ქარის მოტანილ მოტივს,ხასხასა ფერებს ვეღარ ფერავდადა დაკვირტული ხეების ტოტებსჭმუნვაშეყრილი მზერით ზვერავდა.მიწიდან ახალამოზრდილ ყლორტებსდამზრალი ტანით მზეს უჩრდილავდა.დადგა დილა და... პატარა ნერგმააივსო პეშვი ზეცის ბადაგით,ადგილის დედამ უკურთხა გენი,გაუთბო ფესვი და ნიადაგი...როდესაც შენი ყლორტი და ჯიშიმზისკენ ისწრაფვის და ნაირფერობს,ნუ ჩაუდგები გაზაფხულს ჯიბრში,სულს ნუ წაიწყმედ, ხმელო წიფელო!