↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შვილს-გიორგის!

ბაქრაძე ეკა

2026-07-181 წთ საკითხავი1469 ნახვა

—
შესაქმის დღიდან მოაქჟამომდე,რასაც სიცოცხლის საზრისი ქვია,სამყაროს არსი, ღვთაების მსგავსი,სახედ და ხატად მისად რომ თვლიან...გაერთმთლიანდა შენში სრულიადსრულყოფილებით,ყოვლად სრულქმნილი,ასე ფაქიზად და რუდუნებითშენს შესამოსად, შენად სულს ვქმნიდი.სიზმრად ნანახი და ახდენილიოცნებასავით ხარ მშვენიერი,შენი არსით და შენი საზრისითასე საოცრად სულისმიერი.შენა ხარ, რაც კი ოდესმე მითქვამსსიტყვა _ ყველაზე უფრო გულწრფელი,სიტყვა _ ყველაზე უფრო მართალი!სულის სიღრმიდან ამონათალი,სიცოცხლის ნერგი _რამ ხელთუქმნელი...ხარ ნეტარება ენით უთქმელი!!!მე შენით ვსუნთქავ,ვცოცხლობ და ვხარობ.აღურაცხელი სასწაულებისდა სიყვარულის უშრეტი წყარო,არსობის არსი, საზრისის მსგავსიჩემს არსებაში განხორციელდა,გაერთმთლიანდა და გაძლიერდადა შენი სახით განსახიერდა!!!დიდება შენდა, რომ მომევლინესიცოცხლის აზრის გადასარჩენად,კურთხეულ იყოს აწ და მარადისკურთხეულ იყოს შვილის გაჩენა!
ბაქრაძე ეკა

ბაქრაძე ეკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი