პოეზია · ლირიკა
ძველი ალბომი
ვთლი კომშს და ვსუნთქავ სურნელს ბიისფერს,კახურად ვთლი და ვგრძნობ იმერულად,ჩემ გულისცემას ახლა ვინ ისმენს,ან თვალს ვინ ამჩნევს რომ მიმელულა.?!
სიჭრელე ახსოვს თვლემის ღრიჭოებს,უეცარ ხილვით გადაგლესილი,რად ენატრებათ ამ უნიჭოებსრომ მომაწვდინონ ხმა დაგესლილი?!
მაგრამ მე ვუძლებ ამ რეალობასდა სიზმარ-ცხადის ზღვართან კაბებისურვილს და სურნელს აშრიალებენსიამით ვნებაასაკაფები.
და ყველაფერი, რაც მე გიამბეთამ ძველ ალბომში თვლემს ფოტოებადმაგრამ დროს უყვარს ძველი იამბისდა სახეების გამოტოვება.
ამიტომ ლექსშიც გადმოვიტანე,ტანგოს რიტმი და ქროლვა ვალსებისდა გოგო, როგორც მკლავზე გიტარამე რომ მიყვარდა მთელი არსებით.
*შეხედე, მერე დახუჭე თვალი,ზღვის სუნთქვის სივრცემერამდენედ გადაინახე ხსოვნაში,სადაც თოლიებიც ირევიან,მეხსიერების ნარჩენებით რომ საზრდოობენ.
ის გემს გაჰყვა ექვსი თვის წინათდა შინ აღარ დაბრუნებულა,ეს ზღვა ახლა შენს თვალებს იწოვს,და შენს მზერაში თუ გამორიყავსიმ მეზღვაურს, იმავე გზით რომ ვერ ბრუნდებადა სხვა გზას ეძებს.
შენში ორი სიცოცხლე ფეთქავსდა როცა შინ ხარმიუჯდები როიალს დაშენს მოლოდინს მუსიკად აქცევ,მერე დაორთქლილ მინაზე წერ ბატიფეხურად,რომ გული შენი ღუზაა დადარდის ზღვიდან ვეღარ ამოგაქვს