↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სულამითას იგავი

ლიპარტია სოსო

2026-07-181 წთ საკითხავი1101 ნახვა

—
ღამის სიმძიმე. წამწამების ღაწვებზე ვარდნა.ფერად სიზმრებში მოგროვებულ უეკლო ვარდებსაწყობ უმზეო სარკოფაგთან და წვიმის გარდა,ეს გარინდებაც საპატარძლო კაბებით ბარდნის
მიწას - ჩემს სხეულს, შენი "ეგო"-ს მტვრიან აკლდამას,შენს ფრთებს, დაძონძილს, აქანავებს ქარი - ბორიო.ყრმა იესოა ჩამომჯდარი მთვარის კალთაზედა კალენდარი - ქრონოსების კოსმოგონია
გინგრევს მირაჟებს, ილუზიებს, ილუსტრაციებსფანტავს სიმწვანემონატრებულ ფიჭვის ფესვებთან.როცა აისი მზეს კულულებს აუქარცივებს,როცა მაისი წვიმებივით შემოგესევა,
შენ შეგიძლია მიატოვო ბნელი საკანიდა მზის თითებით დაძონძილი ფრთები დაკემსო.შემოგაქსოვენ ბისონსა და ძოწის სამკაულს,ვარსკვლავებივით აგინთებენ ათას კესანეს,გაყვავილდები, როგორც მწვანე ვრცელი სამკალი,ხოლო შენს სხეულს სამოთხეში გადათესავენ.
მაგრამ აისი მაისამდე მოკლეს წვიმებმა,ცაზე კი მთვარე დაწანწალებს, როგორც ქოფაკიდა შენს ლამპარში მაგიური ზეთი იცლებადა შენს თვალებში ირეკლება ცხრა სარკოფაგი,
რომ ჩააწვინო ცხრა ცა, ცხრა მზე და ცხრა პლანეტა,რომ დაისერო მყესები და ცივი თორაქსიღამემ გამოხრას, არ გესმოდეს ძველი პა-დე-დე,დარჩე უწყვილო, უყვავილო და უკოდექსო.
ასე, საფლავთა მირაჟივით ხდები უსახო.ქრება ოცნება, ნასიზმრალი ძველი კოლხიდა.დარჩი საკანში - ჩემს ხეულში, როგორც ტუსაღიდა მზის მოსვლამდე - იესომდე არ გამოხვიდე.

ლიპარტია სოსო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი