↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დედების საკითხავი

ლიპარტია სოსო

2026-07-181 წთ საკითხავი1109 ნახვა

—
ქალაქის თავზე მოუყრიათ ნისლებს თავები,ასეთ დროს ხშირად წვიმს და უფრო ხშირად გახველებს,ეს თვეც, თიბათვეც, თავთავების რთველით თავდებადა სუნთქვასავით იმეორებ... ბოდავ სახელებს...
ასეთ ამინდებს ფანჯარასთან მოჰყავთ ჩიტები,ხოლო ფოთლები მიჰყვებიან ქარისწაღებულთ,შენც, საკუთარ სულს გადარჩენას ვეღარ ჰპირდებიდა ღამეები, სარეცელთან ხახადაღებულ
დემონებს ჰგვანან...მეორდები...მთვარე თითბერისმძიმე ბურთივით გამოსჩრიათ ყელში დაისებს.გრძნობ, მარტოობა აღარშობილ შვილებს გითელავს,ხოლო სიბერე ვეღარასდროს გაგამაისებს
და ცივ სარეცელს მინდობილი, უმზერ ობობასდა გსურს დალეწო დედამიწა - ვერცხლის გულაგი,ან - სულ არ იყო, ან - იყო და შენთან მორბოდესვინმე პატარა, ლეღვისა და კაკლის მურაბით.
არადა, უწინ არ გჩვეოდა ასე მოწყენა,როდის დარდობდი დამტვრეული აკვნის ტკივილზე...ახლა სიცივე გეპარება, როგორც ფოცხვერიდა შენს თვალებში სანთელივით ქრება პირიმზე.
ქრება სიზმრებად, თაბორებად, ქარვად, ქარებად,ქრიზანთემებად, ზამბახებად, ნაზად... ქალურად...კესანეებად, ენძელებად, იად... გარეთ კი,ღამის გამურულ საღამურებს ლოკავს ღამურა.
ქალაქის თავზე მოუყრიათ ნისლებს თავები,ასეთ დროს ხშირად წვიმს და უფრო ხშირად გახველებს,იცი? - თიბათვე თავთავების რთველით თავდება...დე, სუნთქვასავით იმეორე ღმერთის სახელი.

ლიპარტია სოსო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი