პოეზია · ლირიკა
პაპიჩემის ლექსებიდან
ლადო ასათიანი 1917–1943
პაპა სიკვდილამდე ლექსებს წერდა, ახალგაზრდობას ეტრფოდა.
მე კაცის შვილი მაშინ ვიყავი,მაშინ ვიყავი ადამის ძე მე,როცა ვარდისფერ აღდგომა ღამითაჩირაღდნებულ ტაძარში შეველ.შეველ, პირჯვარი გადავისახე,ხელნი აღვაპყარ და დავიძახე:_ "ღმერთო, მიცოცხლე ჩემი დედ-მამა,კარგად მიმყოფე ყველა ჩემები! " _და ღვთისმშობელის შემოხედვამადამაფრქვევინა ცხელი ცრემლები.მე მაშინ ვიყავ, თორემ ახლა რა,როცა ცხოვრების მადგას უღელი.მე მაშინ ვიყავ ბავშვი პატარა,გაუფურჩქვნელი და გაურყვნელი.
1941